ახალი ამბები
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა
შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა, - ამის შესახებ NDI-ს წარმომადგენელმა ქეთრინ ნუნიმ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს აფასებს.

"როგორც ჩანს, ყველა პარტია და კანდიდატი ერთსადაიმავე აქცენტს გააკეთებს. ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში და პირველივე ტურში თავისი კანდიდატის გამარჯვებაში. ხოლო ოპოზიცია დაყოფილია და მნიშვნელოვან სატესტო განწყობაში იმყოფება, თუ როგორ წინააღმდეგობას გაუწევს სახელისუფლო კანდიდატს. ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება თბილისის მერის არჩევნებზე და შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა", - განაცხადა NDI-ს წარმომადგენელმა ქეთრინ ნუნიმ.

Print