ახალი ამბები
სინოპტიკოსები 24 მაისამდე წვიმას პროგნოზირებენ
წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დღეს დილიდან შედარებით გამოიდარებს და ნალექი შეწყდება, თუმცა საღამოს საათებში უმეტეს რაიონში მაინც იწვიმებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, , უმეტეს რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან კვლავ იწვიმებს. წვიმა და არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 23 და 24 მაისამდე გაგრძელდება.
Print