ახალი ამბები
ბორჯომში "ძმათა სასაფლაოდან" სტალინის ბიუსტი მოიპარეს
ბორჯომში ე.წ "ძმათა სასაფლაოზე" მისულ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელს სტალინის ბიუსტი ადგილზე აღარ დახვდა, ტერიტორიაზე კი წარწერები იყო გაკეთებული, სხვადასხვა თარიღებით. სოსო გოგოლაძე ფაქტს ვანდალურს უწოდებს.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები ყოველწლიურად ძმათა სასაფლაოზე იკრიბებიან და პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 16 ვეტარანი ცხოვრობს, მათგან ერთი ქალია.



Print