Error
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. ,,კონსტიტუცია ყველასია“, და „მოითხოვე ქართულის“ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალციხის რაიონებში. პრეზიდენტი დღეს ვარძიაში 2016 წლის 1-ელ ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს დაათვალიერებს.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა 2016 წლის 1-ელ ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კედლის მოხატულობის კვლევა, კედლის ფრესკების ზედაპირული წმენდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.
კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში კი, პრეზიდენტი ფოკას ეწვევა, დედათა მონასტერში შექმნილ ნაწარმს დაათვალიერებს, სოფელ წნისში კი, მეცხოველეობის ფერმას მოინახულებს.

საპრეზიდენტო კამპანიით „მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

28 აპრილს გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტებში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიების ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან გამართავს შეხვედრას და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ დებატებს გამართავს.
Print