ახალი ამბები
ბორჯომში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თელვანისა და ჭობისხევის ტყის ბუდეებში, მოქალაქეები - კახა გ. და ჯაბა ს. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორების ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტები
Print