ახალი ამბები
როდის გამოიდარებს საქართველოში
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში ყინვა და თოვაა მოსალოდნელი. ზოგიერთ რაიონში აჭარაში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში ნალექი თოვლის სახით კვლავ შენარჩუნდება, შიდა ქართლსა და სვანეთში კი სინოპტიკოსები შედარებით უნალექო ამინდს ელოდებიან. ხოლო 2 თებერვლიდან სუსტ თოვას მთელი საქართველოს მასშტაბით პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, 3 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სინოპტიკოსი დოდო გვაზავას თქმით დღისით დაახლოებით +10 +12 გრადუსია მოსალოდნელი.


Print
თეგები: ამინდი /