ახალი ამბები
სიმბოლური განბანვა ბორჯომში
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულის დადგომამდე ერთი დღით ადრე ბორჯომში ტრადიციული განბანვის რიტუალი შესრულდა. მდინარე მტკვარზე სიმბოლური განბანვა ტრადიციულად ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს გაიმართა. წყალში განბანვის ტრადიცია 10 წელზე მეტს ითვლის.
Print