ახალი ამბები
ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს - ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი
ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

როგორც ოთიაშვილი აღნიშნავს, ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული არიან და ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ნივთიერებებს იშვიათად მოიხმარენ, სხვადასხვა მიდგომა სჭირდებათ, კანონი კი მათ ერთნაირად უყურებს.

„ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის დიდი რაოდენობაა. ამ კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. დღეისათვის, ქვეყანაში ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი 49 000 ადამიანი გვყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, შეიძლება, ყველაზე მაღალიც კი, მსოფლიოში. კარგი ამბავი აქ ის არის, რომ ამ მომხმარებელთა რაოდენობამ კლება დაიწყო. ამ მონაცემებს ბოლო 20 წელია, რაც ვითვლით. ადრე, რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ სულ ზევით მიდიოდა. აღნიშნული კვლევები 3-4 წელში ერთხელ ტარდება. 2022 წელს პირველად ვნახეთ, რომ რაოდენობა კლებისკენ წავიდა. ჩემი, როგორც დარგში მომუშავე ადამიანის შეხედულებაც ამ ტენდენციას ემთხვევა. ვთვლი, რომ ინექციურ მომხმარებელთა კოჰორტა ბერდება და ახალგაზრდები ნაკლებად ემატებიან, რადგან ინექციური მოხმარება ნარკოტიკის მიღების ის გზა აღარ არის, რომელიც დღევანდელ სამყაროში პოპულარულია - ეს მოდა, თუ ჩვევა, გადადის. ახლა მოხმარების გზაზე ვსაუბრობ და არა მომხმარებელთა ზოგად რაოდენობაზე. ეს პრობლემა ბოლო მონაცემებით მცირდება. რაც შეეხება სხვა ტიპის მომხმარებლებს - როცა ნარკოტიკის მომხმარებელს ვამბობთ, ვის ვგულისხმობთ, ვინც დამოკიდებულია მასზე, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდება, თუ 22 წლის ახალგაზრდას, სტუდენტს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ კლუბში წავა და იქ ექსტაზს მიიღებს? ეს ყველა ერთი და იმავე ქვაბში მოვხარშოთ? ალბათ, არა. ეს ხალხი თანაბრად უნდა იყოს ჩვენი წუხილის საგანი? - არა. ამ ხალხს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, კანონი კი ამ ადამიანებს ერთნაირად უყურებს. თუ რაღაც რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინა, ერთსაც ბევრი წლით ციხეში გაუშვებს და მეორესაც.

ორ ჯგუფად რომ დავყოთ, პრობლემური - ინექციური და რეკრეაციული ახალგაზრდა, გართობის მიზნით, რომ მოიხმარს, ჯერ დამოკიდებულება რომ არ აქვს, აი, ამათთან რა ხდება არ ვიცით. პირველ შემთხვევაში ვიცით, რამდენი არიან, რას მოიხმარენ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი მოხმარება, რადგან კვლევები, რომელიც ტარდება, ამ ადამიანებთან ტარდება, პლუს, სერვისებთან კონტაქტშიც ესენი არიან, ექიმთან, ფსიქოლოგთან მიდიან, ვიცით ვინ არიან. მეორე ჯგუფი, რომელიც ვახსენეთ, არ მოდიან, რადგან თვლიან, რომ არ სჭირდებათ დახმარება და ბევრს მართლა არ სჭირდება, ამიტომ ამ ადამიანებზე არაფერი ვიცით“
, - აცხადებს ოთიაშვილი.

მისივე განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ალკოჰოლის მოხმარება გართულებების რისკს ზრდის. ექიმ-ნარკოლოგის თქმითვე, თითქმის არ არსებობს ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკებს იშვიათად, მათ შორის, გართობის ადგილებზე მოიხმარენ.

„არც ის ვიცით, რა გარემოში მოიხმარენ, რა არის პოტენციური რისკები, ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, მაგალითად, როცა ახალგაზრდა მიდის კლუბში, ან ფესტივალზე, როგორც წესი, რაღაცას მოიხმარს, ეს ცუდია, სარისკოა. ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ, ალკოჰოლსაც ამატებენ, რამდენიმე ნივთიერების მოხმარება კი უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე მხოლოდ ექსტაზის გადაყლაპვა. ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ დაზუსტებით, ამ ადამიანებზე ძალიან ცოტა რამ ვიცით... რომ ვიცოდეთ, საჭიროა, ვიღაცამ კვლევები დააფინანსოს, კვლევები უცხოური დონორებით, საერთაშორისო ფონდების მიერ ფინანსდება, მათი პრიორიტეტი და პირადი ინტერესი ინფექციური დაავადებებია, როგორიც არის აივ შიდსი და C ჰეპატიტი, ამიტომ ამ კვლევებში ის მომხმარებლები ხვდებიან, რომლებიც ინფექციური დაავადებების გავრცელების სარისკო ჯგუფიდან არიან, ასეთები არიან ინექციური მომხმარებლები. ეს არის მოკლე ახსნა, თუ რატომ ვიცით უფრო მეტი ინექციურ მომხმარებლებზე. მეორე ჯგუფის საკვლევად ფულს არავინ გამოყოფს არც საქართველო, არც უცხოეთი“, - აცხადებს ოთიაშვილი.


წყარო: ინტეპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
აზერბაიჯანის რკინიგზამ გამოაქვეყნა
განცხადება, რომლის თანახმადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე
რეგულარული სატვირთო მიმოსვლები 20 მაისიდან განახლდა.
14:48 / 21.05.2024
აზერბაიჯანის რკინიგზამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე რეგულარული სატვირთო მიმოსვლები 20 მაისიდან განახლდა.

ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი
პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე მოხდეს სავიზო
ლიბერალიზაცია, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად
14:32 / 21.05.2024

ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე მოხდეს სავიზო ლიბერალიზაცია, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,
26 მაისს ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ღონისძიებაა
დაგეგმილი.
13:13 / 21.05.2024
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ღონისძიებაა დაგეგმილი.
„ქართული ოცნება“ აცხადებს,
რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება დამოკიდებულია აშშ-ის
„სწორ ქმედებებზე“.
12:42 / 21.05.2024
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება დამოკიდებულია აშშ-ის „სწორ ქმედებებზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ
გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.
10:39 / 21.05.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.