ახალი ამბები
ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის სამუშაოები დროებით შეწყდა
დაბა ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია დროებით შეწყვეტილია ზვავსაშიშროების გამო. საგანგებო სიტუაციების მათვის სამსახურში აცხადებენ, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ძებნა განახლდება.

სამძებრო ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობდნენ.  შსს-ს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.

შემთხვევა დღეს, 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ ,  ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.


Print