ახალი ამბები
ბორჯომში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა
ბორჯომში ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი იმ პოექტის შეჯამება, იყო რომელსაც ცენტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტი მიზნად ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების გაძლიერებას ისახავდა.

ფორუმი პანელური დისკუსიით გაიხსნა, სადაც ახალგაზრდულ საკითხებზე, შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელეს. ამის შემდეგ კი პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა აქტუალურ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრის ბოლოს აქტიური ახალგაზრდების დაჯილდოება გაიმართა, სულ პროექტში 50-მდე მოზარდი იყო ჩართული.





Print