ახალი ამბები
"აღდგეს კუკუშკა" - პეტიციას ხელი 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა
"ვითხოვთ კუკუშკის აღდგენას" - ამ სათაურით პეტიცია ვებგვერდზე manifest.ge 16 იანვარს, დათი ბურჭულაძის ავტორობით გამოქვეყნდა. მას ხელს უკვე აწერს 12231 ადამიანი. პეტიციის ავტორი 14 წლის დათი ბურჭულაძეა.

Manifest.ge-ს წესებით, პეტიცია გამარჯვების შემთხვევაში მითითებულ ადრესატს ელექტრონულად გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადრესატი სახელმწიფო ორგანოა, ხელმომწერთა რაოდენობა მინიმუმ 5000 უნდა იყოს. "კუკუშკის" აღდგენის პეტიციას გასამარჯვებლად სულ 12 000 ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი "კუკუშკა" პანდემიის მიზეზით გააჩერეს და მგზავრებს უკვე 4 წელია აღარ ემსახურება. რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და სარეაბილიტაციოა. რკინიგზაში განმარტავენ, რომ ამ მატარებლით მგზავრობა უსაფრთხო აღარაა. სამგზავრო ვაგონებს და ელმავალს ექსპლუატაციის ვადა პანდემიის დასრულებამდე გაუვიდა. დაძველდა და სარემონტოა ინფრასტრუქტურა. შესაკეთებელია ლიანდაგები, სადგური, კომუნიკაცია და მატარებლის ვაგონები.

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის სამგზავრო ვაგონები ბოლოს 2016 წელს განაახლეს. 2 წლის შემდეგ, ზამთარში "კუკუშკა" სოფელ არდაგანთან რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე ვაგონი გადაყირავდა კიდეც. მაშინ არავინ დაშავებულა და ლიანდაგების შეკეთების შემდეგ მოძრაობა მალევე აღდგა.





Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისში, დღეს რესპუბლიკის მოედანზე
აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება.
14:37 / 28.04.2024
თბილისში, დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება.
დღეს ბზობაა, მართლმადიდებელი
ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს
აღნიშნავს.
09:10 / 28.04.2024
დღეს ბზობაა, მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ორშაბათს, 29 აპრილს, რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება.
15:10 / 27.04.2024
ორშაბათს, 29 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება.
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.