ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი მრავალშვილიან დედებს დედის დღეს ულოცავს. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 110 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად 150-150 ლარი ჩაერიცხებათ.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტი ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს ფულადი თანხით ყოველთვიურად ეხმარება, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაციონარული პროგრამით. ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით.

მათ აქვთ შეღავათები, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მუნიციპალური ტრანსპორტით კი უფასოდ სარგებლობენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. მისი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება."
- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print