ახალი ამბები
საქართველოს ტყეების 35,4% დეგრადირებულია
საქართველოში გასულ წელს ჩატარებული ტყის ეროვნული აღრიცხვის მონაცემებით, დადგინდა, რომ ქვეყანაში ტყით დაფარული ფართობის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 807 178 ჰექტარი ანუ საველე მონაცემებით შეფასებული ტყის ფართობის 35,4% დეგრადირებულია.

დეგრადაციის გამომწვევი მიზეზები/ტიპები - დეგრადირებული ფართობების ყველაზე მეტი წილი მოდის დაბალი სიხშირის კორომებზე (არაბუნებრივად - 0.3 სიხშირეზე დაბალი), რაც მთლიანი დეგრადირებული ფართობის 44.7% შეადგენს.

ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უსისტემო ჭრების შედეგად ტყის ხარისხის შემცირება წარმოადგენს, მსგავსი ფართობები დეგრადირებული ტერიტორიის 41.6% შეადგენს.

ამავე აღრიცხვის შედეგებიდან გამოიკვეთა 5 სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის უარყოფით ზეგავლენას და შესაბამისად ყველაზე მეტი რაოდენობით ზეხმელი ხეებითაა წარმოდგენელი.

პირველ რიგში აღსანიშნავია კოლხური ბზა, რომლის პოპულაციის უმეტესი 91.5% გამხმარი ინდივიდია. ასევე საყურადღებოა ჩვეულებრივი წაბლი, რომლის მთლიანი პოპულაციის 17.6% გამხმარი ინდივიდითაა წარმოდგენილი.

შემდგომ არის ფიჭვი - მთლიანი პოპულაციის 8.7 %-ით, ქართული მუხა - 8%-ით და ნაძვი - 6.8%-ით.

ასევე დადგინდა, რომ საქართველოს ტყეებში საშუალოდ 1 ჰა-ზე 73 ცალი ძირკვი ფიქსირდება, რომელთაგან 50 ცალი ხის მოჭრის შედეგადაა წარმოქმნილი, ხოლო 23 - ბუნებრივი პროცესების გზით.



წყარო: commersant.ge


Print