ახალი ამბები
მოსალოდნელია საწვავის 10-15 თეთრით გაძვირება
საქართველოში საწვავი შესაძლოა, 10-15 თეთრით გაძვირდეს. ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 1-ლი მარტიდან, საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალება.

როგორც ზაალ იაკობიძე ამბობს, რუსეთმა მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინაც მიიღო, რითაც საქართველოში საწვავის იმპორტიორებმა გამოცდილება უკვე მიიღეს, შესაბამისად, რუსული საწვავის ჩანაცვლება უფრო მარტივად მოხდება.

კონკრეტულად რომელი ქვეყნები ჩაანაცვლებენ რუსეთს, "სენტა ოილის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, იყოს ბულგარეთი, რუმინეთი და თურქმენეთი.

„ერთხელ უკვე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, ეს იყო დაახლოებით, 5 თვის წინ, მაშინ საქართველოს იმპორტიორები სხვა ქვეყნებზე დაეწყვნენ და პრინციპში, განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნილა. ახლაც იგივე მოხდება და ალბათ, კიდევ უფრო ადვილად მოხერხდება, იმიტომ რომ გამოცდილება უკვე გვაქვს და რუსეთის მაგივრად, სხვა ქვეყნებზე გადავეწყობით. ეს ქვეყნებია ბულგარეთი, რუმინეთ, თურქმენეთი.

რაც შეეხება ფასს, პროგნოზი ცოტა რთულია, თუმცა თუ კიდევ სხვა ფაქტორებმა არ გააუარესა სიტუაცია, მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ბაზარზე ფასის გაზრდა, ანდაც, საქართველოში ლარის კურსის გაუარესება, მაშინ, დაახლოებითი 10-15 თეთრით მატება იქნება მოსალოდნელი“
,- განაცხადა ზაალ იაკობიძემ.



წყარო: bpn
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.