ახალი ამბები
ახალდაბის მიმართულებით ორი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს
დაბა ახალდაბაში ორი მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის  და  ,, ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" სამსახურის ინიციატივით, დღეიდან, 26 თებერვლიდან ბორჯომის მუნიციპალურ ტრანსპორტს დაბა ახალდაბის მიმართულება დაემატა.

ახალდაბის მიმართულებით ორი მუნიციპალური ავტობუსი საათში ერთხელ იმოძრავებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა მუშაობს. ბორჯომი-ახალდაბის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს.

მგზავრობის ღირებულების გადახდა თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და სამგზავრო ბარათით იქნება შესაძლებელი.








Print