ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მარტის
შუა რიცხვებამდე სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ
გრიპის „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსის ქვე ტიპებს გართულებები ახასიათებს,
შესაბამისად, რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა გრიპის ვირუსისთვის
დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმთან
კონსულტაცია უნდა გაიარონ.
ინფექციონისტების განმარტებით, მიზანშეწონილია აქამდე ცნობილი
რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. მათივე თქმით, ხშირ შემთხვევაში
ე.წ. სეზონურ ვირუსებს, სხვა ვირუსებთან შედარებით, მაღალი
ტემპერატურა ახასიათებს. არის რეინფიცირების
შემთხვევებიც.