ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონი - ბარბარე შონიას კიდევ ერთი წარმატება
ბარბარე შონიას მორიგი წარმატება. 11 წლის ბორჯომელი მოჭადრაკე სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონია 12 წლამდე გოგონათა შორის.

9,10,11 თებერვალს ქ.ახალციხეში გამართულ, სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატზე ბარბარემ საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. 12 წლიან გოგონებს შორის ბარბარე პირველ ადგილზე გავიდა 6 დან 5.5 ქულით.

ამით ბარბარემ საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც ქ.ბათუმში 15-24 მაისს გაიმართება.

იქამდე კი პატარა ჩემპიონი საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება 11 წლიან გოგონებს შორის.

ჩემპიონატის გამარჯვებულები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა დააჯილდოვა.





Print