ახალი ამბები
TI-ს კორუფციის რუკა რეგიონების მიხედვით - რა გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა"-ს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.

დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა. ამ კომპანიებმა ბოლო 10 წელში ჯამში 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მიიღეს. რეგიონებში გაფორმებული მსხვილი კონტრაქტების მხრივ აჭარასთან ერთად ყველაზე გამორჩეული სამცხე–ჯავახეთია, სადაც კორუფციის რისკის შემცველი 409 441 633 ლარამდე შესყიდვებია განხორციელებული.



სამცხე-ჯავახეთი / 409 441 633 ლარი.


ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის და მისი ნათესავების კომპანიებმა 2015 წლიდან დღემდე 1 976 194 ლარის შესყიდვები მიიღეს.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების საფუძველზე სუს-ის ანტკორუფციულმა სამსახურმა ზაზა მელიქიძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თუმცა, ზაზა მელიქიძისა და მისი ნათესავების კომპანიები ამის შემდეგაც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ამ პერიოდში მათ ჯამში 752 686 ლარი მიიღეს. ზაზა მელიქიძე დღეს აღარ არის მუნიციპალიტეტის მერი, იგი 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის, გელვასი გელაძის კომპანიამ 2014 წლიდან 6 375 958 ლარის შესყიდვები მიიღო.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კომპანიას 4 096 286 ლარი ჰქონდა მიღებული. მაშინ ამ შესყიდვებში აუდიტმა დარღვევა დაადგინა, გელვასი გელაძემ კომპანიაში წილიც კი დათმო, თუმცა კომპანია დღემდე იღებს სახელმწიფო შესყიდვებს.

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა 2 049 668 ლარის შესყიდვები მიიღეს 2012-2020 წლებში.
2021 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა, საჯარო უწყებებმა მის კომპანიებთან შესყიდვების გაფორმება შეწყვიტეს.

ასპინძის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ 2016-2023 წლებში 1 980 567 ლარის შესყიდვები მიიღო
ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი სს „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2016-2019 წლებში 740 065 ლარი მიიღო. დღეს მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს წევრია მხოლოდ, თუმცა მისი ძმის კომპანიის შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან კიდევ 1 240 502 ლარით გაიზარდა.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის კომპანიამ 2014 წლიდან დღემდე 2 177 645 ლარის შესყიდვები მიიღო
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კონსტანინ ვარდანიანის კომპანიას ბიუჯეტიდან მხოლოდ 320 645 ლარი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ მან კომპანია დათმო და ის დღემდე მის მეუღლე ეკუთვნის. თავად ისევ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითთმართველობის 2021 წლის არჩევნებში და ისევ Საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული და „ქართული ოცნების“ შემწირველის დემეტრე თათეშვილის კომპანიამ 2018-2023 წლებში 363 385 030 ლარის შესყიდვები მიიღო. Შპს “არალის” შესყიდვებზე ბლოგი 2021 წლის მაისში გამოვაქვეყნეთ და მაშინდელი მონაცემებით (2018-2021 წლებში) კომპანიას შესყიდვებით მიღებული ჰქონდა 125 454 712 ლარი, ანუ ბოლო ორ წელიწადში ამ კომპანიის შემოსავლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 238 მილიონ ლარამდე შევიდა.

შპს „არალისთვის“ ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მაშინდელმა მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ოთხწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 260 მილიონ ლარამდე გაუფორმდა.

ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსის, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის რევაზ მუმლაძის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 237 534 ლარი მიიღო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ ტალახაძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 10 900 956 ლარი მიიღო. ამ თანხის 37% ახალციხის მერიიდან დაერიცხა.

შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთია, იგი ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა. თუმცა, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებს 2020 წლის 4 თებერვლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს, ნოდარ ტალახაძის ვაჟს გაუფორმა. კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო.

ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ნოდარ ბალახაშვილმა 2018-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 129 552 ლარის შესყიდვები მიიღო.

ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ნოდარ ბალახაშვილის კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში აღარ მონაწილეობს.

ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა გელაშვილის კომპანიამ 2017-2021 წლებშ სახელმწიფო შესყიდვებით 1 699 980 ლარი მიიღო.

Სხვადასხვა კვლევებით აღმოვაჩინეთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ე,.წ. “მბრუნავი კარის” პრინციპის გამოყენებით კვლავ აგრძელებენ სახელმწიფო შესყიდვების მიღებას ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები და მსგავსმა შემოსავლებმა 8 893 008 ლარი შეადგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან გიორგი ყიფიანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2014-2023 წლებში 5 477 175 ლარი მიიღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმდჯომარის, ფირან გოგიჩაშვილის კომპანიამ 2018-დან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 506 833 ლარი მიიღო, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელის, ვაჟა გელაშვილის მეუღლის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 909,000 ლარი მიიღო.

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის კუთვნილმა კერძო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2019-2022 წლებში 1 390 861 ლარი მიიღო.

შესყიდვებიდან მიღებული თანხიდან 667 186 ლარი (საერთო თანხის 47.9%) კომპანიას ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მარტინ გაბრიელინის კომპანიისა და ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვების სააგენტომ დარღვევები დაადგინა. რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიის წევრებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელსაც ასპინძის სარაგბო ბაზა ეკუთვნის, 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 567 167 ლარი მიიღო.

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 2014-2022 წლებში 2 687 008 ლარი მიიღეს. აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოს დეპუტატისა და ამავე პარტიის შემწირველის, გელა ჭალიძის კომპანიებმა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 244 146 ლარი მიიღეს. ამ თანხის თითქმის 60% - 141 533 ლარი გელა ჭალიძის კომპანიებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.

ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2 840 710 ლარი მიიღო, აქედან 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1 905 649 ლარი მიიღეს. აქედან 896 271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.







Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარტია
15:02 / 27.04.2024
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის
წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს
პრემიერ-მინისტრს.
14:39 / 27.04.2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
შეერთებული შტატების სენატის
ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი
გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს
აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების
კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ
აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციას
13:54 / 27.04.2024
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის
გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
14:26 / 25.04.2024
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.