ახალი ამბები
ხარვეზები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობაში - აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:


ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები
- მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 9.5% და 16.2% დააკლდა.


სახელმწიფო შესყიდვების მართვა

საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგი, არ დაიცვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები სამუშაოების დროულად დასასრულებლად. შედეგად, მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად. შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა მინიმუმ 214.6 ათას ლარს.


ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები
- მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 2,153.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 162.4 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს.

წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები
- მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.

სამშენებლო ნებართვები

უნებართვო მშენებლობები - უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამოვლენისა და აღკვეთის პროცესის კონტროლის მექანიზმები სუსტია. კერძოდ, მუნიციპალიტეტი საჭირო ინტენსივობით არ ატარებდა მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები, მერიამ დაგვიანებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება მშენებლობის შეჩერების მიზნით.


წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

ავტოპარკის მართვის ხარვეზები
- მერიამ დაარღვია საკრებულოს დადგენილება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის შესახებ. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები -მუნიციპალიტეტმა საკუთარი საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის საანგარიშო პერიოდში დახარჯა 163.9 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად იყო აუცილებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა

ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციები დუბლირებულია ადგილობრივი ორგანოებისა და მუნიციპალური სხვა ა(ა)იპ- ების საქმიანობასთან. ამასთანავე, ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები.
ა(ა)იპ – ბორჯომის ისტორიული პარკის საქმიანობაში არსებული ხარვეზები - ა(ა)იპ-ში სალაროს ორგანიზება არ ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ორგანიზაციაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემა მოუწესრიგებელია, ხოლო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის პროცესი გაუმართავია. გარდა ამისა, ა(ა)იპ-მა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება.

მმართველობითი გადაწყვეტილებები

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია
- მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.