ახალი ამბები
შშმ პირთა ჩართულობით ბორჯომში ღონისძიება გაიმართა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გრძელდება. კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. მოეწყო მაია აბზიანიძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა. დღის ცენტრის „თებეს“ ბენეფიციარებმა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს.
Print