„კვირა დღე არის ჯოჯოხეთი“- შიდა ტრანსპორტის პრობლემა არდაგანსა და ლიკანში
16:21 / 18.03.2022
ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში
მცხოვრებლებს კვირა დღეს გადაადგილების პრობლემა აქვთ. დასახლებაში
შიდა ტრანსპორტი არ დადის.კვირა დღეს არ მუშაობს არც
მუნიციპალური ავტობუსი და არც კერძო მიკროავტობუსი.
ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას ლიკანის მოსახლეობაც. არდაგნისგან
განსხვავებით აქ კერძო მიკროავტობუსია დანიშნული, თუმცა როგორც
მოსახლეობა ამბობს მისი მოძრაობის გრაფიკი
გაურკვეველია.