ახალი ამბები
კარანტინი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
ეს გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საგანგებო მდგომარეობის
ფარგლებში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო. 
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში
გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას
ითვალისწინებს. რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში
მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და
საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

Print