ახალი ამბები
საქართველოში ინფიცირებულებს დღეს 29 პაციენტი დაემატა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულების რაოდენობა 29-ით გაიზარდა. 16 აპრილის შემდეგ ეს ყოველდღიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. განახლდა სტატისტიკური მონაცემები www. stop.cov.ge -ზე და https://www.worldometers.info/-ზე, სამწუხაროდ ერთით გაიზარდა გარდაცვლილების რაოდენობა. გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ამ ეტაპისათვის სულ ინფიცირების შემთხვევბის რაოდენობაა 485, მათგან გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. გარდაცვლილია 6, სტაციონარში მკურნალობს 340 პაციენტი, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

Print