„დვირჰესი“ „დვირულას“ კალაპოტს აღარ შეუცვლის
„დვირჰესი“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში აშენდება. 2 მეგავატამდე სიმძლავრის ახალი ჰესი 1000 კვ. მ ფართობზე განთავსდება. სავარაუდო ტერიტორია, რომელსაც ბელორუსიიდან ჩამოსული ინვესტორები შეიძენენ, უკვე შერჩეულია. პირველი მემორანდუმი საპროექტო სამუშაოების შესახებ ინვესტორსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გასულ წელს გაფორმდა. წელს სამინისტროების გაერთიანების გამო ხელი შეთანხმებას, ეკონომიკის მინისტრმა მოაწერა. მეორე მემორანდუმი სამშენებლო სამუშაოებს ეხებოდა. სამშენებლო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ქონების მართვის სააგენტო მიწის ნაკვეთს გამოჰყოფს. 


"დვირჰესისთვის" შერჩეული ტერიტორია

„ამჟამად, ქონების მართვის სააგენტოსგან ველოდებით ტერიტორიის გამოყოფას, რომ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერიისგანაც მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დავიწყოთ მშენებლობა. ჰესი დაბალი სიმძლავრის იქნება და გარემოს ზიანი არ მიადგება. თავდაპირველად ვაპირებდით ყოფილი „დვირჰესის“ აღდგენას სოფელ ჭობისხევში, პროექტიც შედგენილი იყო, თუმცა სანამ რეაბილიტაციას დავიწყებდით, საჯარო განხილვა მოეწყო სოფელში, რისი ვალდებულებაც დაბალი სიმძლავრის ჰესიდან გამომდინარე არ გვქონდა, თუმცა ინვესტორს მოსახლეობის გარეშე მშენებლობის დაწყება არ სურდა. გარკვეული მიზეზების გამო ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა, რის გამოც პირველი შეხვედრა ინვესტორსა და მოსახლეობას შორის უთანხმოებით დასრულდა. ამის შემდეგ, ინვესტორმა პროექტი შეცვალა და ახალი ტერიტორიის ძებნა დაიწყო, რაც გარკვეულ ფინანსურ ზარალთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი ინვესტორმა იმიტომ გააკეთა, რომ ხალხის ინტერესები გაითვალისწინა და არ უნდოდა მათი ნების საწინააღმდეგოდ წასულიყო. კერძო კომპანიამ, იგრძნო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა როგორც ხალხის ასევე ბუნების წინაშე" - განაცხადა მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა შამილი ბირკაძემ.

„მოხარული ვარ, რომ ინვესტორმა ჩვენი ინტერესები გაითვალისწინა და პროექტი შეცვალა. მოსახლეობას სოფელში ორჯერ შეგვხვდა და ჩვენი მოთხოვნები მოისმინა. ჰესი რომ ჭობისხევში აღადგენილიყო, ჩვენ სარწყავი წყლის გარეშე დავრჩებოდით, და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ვეღარ მოვუვლიდით, რასაც ყველა ვეწინააღმდეგებით. ახლა წყალი ისევ სოფელში დარჩება და გარემოსაც ზიანი აღარ მიადგება“ - ამბობს სოფელ დვირის მკვიდრი შალიკო კევლიშვილი. 

„ჰესების მშენებლობამდე თუ სხვა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებამდე   აუცილებელია საჯარო განხილვების გამართვა და მასში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა წინასწარ მოხდეს არსებული რისკების შემცირება“ -  განაცხადა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში ყოფილი დვირჰესი 1949 წლამდე ფუნქციონირებდა, რა დროს წყლის ნაკლებ რესურსს მოიხმარდა.  მისი აღდგენა მიმდინარე წლის მაისში იყო დაგეგმილი, თუმცა მეზობელი სოფლის - დვირის მოსახლეობა  ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.



სოფელ დვირში მცხოვრებლები


სოფელ დვირში მცხოვრებლები


სოფელ დვირში მცხოვრებლები

მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი მდინარის კალაპოტის შესაძლო შეცვლა იყო, რის გამოც ადგილობრივები სარწყავი წყლის გარეშე დარჩებოდნენ. გარდა ამისა, შიშობდნენ რომ ტერიტორია ანტიასანიტარიის კერად იქცეოდა.


მდ. დვირულა


მდ. დვირულა



მდ. დვირულა

„კანონში ყოფილა ასე: შეიძლება გასცეს თანხმობა სახელმწიფომ და არ დაზარალდეს სოფელი, თუ წყლის 10% დარჩება მოსახლეობას. ვინც ეს კანონი დაწერა, რა თქმა უნდა არ იგულისხმა ასეთი პატარა მდინარე. არაგვის, რიონის ან ენგურის 10% როგორი სიუხვის იქნება ხო წარმოგიდგენიათ. ამ საცოდავი, ერთი ბეწვა მდინარის 10%-ს რომ დატოვებ, როგორ უნდა იარსებოს ხალხმა?“ - აცხადებს სოფელ დვირის მკვიდრი ვარა ხუციშვილი. 

„ამ მდინარეს უნდა შეუცვალონ მიმართულება და 600 მილიმეტრიანი მილით უნდა გადაქაჩონ ეს წყალი, იქით დიდი მთა არის და იქ უნდა გადაიყვანონ წყალი. ამის ზემოთ 3 სოფელია - ტაძრისი, საკირე და დგვარი. რაც იქ არის ნაგავი, კანალიზაცია და საქონლის სადგომიდან წამოსული წუნწუხი, სულ აქ მოდის. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს წყალი რომ აღარ იქნება, სარწყავიც გაიფანტება და ეს დარჩება ცარიელი ღელე. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორს, ჰესი არა იმ მთის იქით, არამედ აქვე ააშენოს და ამ წყლის გადაქაჩვა აღარ გახდება საჭირო“ - განაცხადა სოფელ დვირის მკვიდრმა ჯემალ ბიბილურმა.

მოსახლეობის ინტერესებს იზიარებდნენ, როგორც სოფლის რწმუნებული, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ახალ ჰესს წყლის მეტი რესურსი დასჭირდება და მეც ვფიქრობ, რომ სოფელში წყალი აღარ დარჩება. მე ვემსახურები დვირს და დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, როგორც ხალხი გადაწყვეტს და რომელ მხარესაც წავა მოსახლეობა, მე ვალდებულად ვთვლი თავს დავდგე ჩემი ხალხის გვერდით“ - განაცხადა მერის წარმომადგენელმა დვირის თემში - ლაშა კევლიშვილმა.

„ნებისმიერი პროექტი რომელიც განხორციელდება სოფლად თუ ქალაქად, ხელისუფლება არის იმის მომხრე, რომ მაქსიმალურად იყოს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით აშენებული“ - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან ლიპარტიამ.

ხალხის სასარგებლოდ შეცვლილი გადაწყვეტილება განხორციელების მოლოდინშია, თუმცა როდის დაიწყება მშენებლობა ჯერ-ჯერობით უცნობია. რაც შეეხება სხვა მაგალითებს. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ძირითად შემთხვევაში პრობლემებთანაა დაკავშირებული. ბოლო პერიოდში ყველაზე ხმაურიანი თემა იყო სვანეთში მიმდინარე ორი ჰესის მესტიაჭალა ჰესი-1 და მესტიაჭალა ჰესი-2-ის მშენებლობა.


სვანეთი. წყარო: Google.com



სვანეთი. წყარო: Google.com

მესტიაჭალაში ჰესების მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება. სვანურმა ლალხორმა მაშინ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რომ საბოლოოდ აეკრძალათ მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობა, რადგან გარემოს დიდი ზიანი მიადგებოდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ლალხორის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდებოდა, მათ შორის: ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესი!


სვანეთში მოსახლეობის პროტესტი.   წყარო: Google.com


სვანეთში ჰესების მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს.   წყარო: Google.com

თუმცა მოგვიანებით შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ, თემის ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალა, იმ მიზეზით, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, თუმცა თქვეს რომ მიაღწიეს იმას, რომ მესტია გამოცხადდება დაცულ ტერიტორიად და მხოლოდ იმ ჰესების მშენებლობა დამთავრდება. სვანეთში დამატებით დაგეგმილი 50 ჰესი აღარ აშენდება.

საქართველოს შემდეგ, სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითებს თუ მოვიშველიებთ, იქ განსხვავებული მდგომარეობაა. ხდება ენერგიის ალტერნატიული, ე.წ. მწვანე წყაროების გამოყენება. გარდა ამისა, როგორც მზის, ასევე ქარის ელექტროსადგურები თითქმის ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება ან/და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს.
მაგ: ამერიკის შეერთებული შტატებში, კომპანიებს ხშირად დიდი ხარჯის გაწევა უხდებათ მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების მისაღებად და შესასრულებლად, ხოლო გარემოსათვის შემთხვევითი ზიანის მიყენებისას აღნიშნულ კომპანიებს ეკისრებათ მაქსიმალური პასუხისმგებლობა.


წყარო: Google.com

შესაბამისად, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) განისაზღვრება შემდეგნაირად: „კომპანიის ინტერესები უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერებაში.” საქართველოში CSR ჯერ-ჯერობით “ახალი ხილია“, თუმცა მიმდინარეობს მისი პოპულარიზაცია და დამკვიდრება.

რას მოუტანს საქართველოს CSR-ის განვითარება? საქართველოში CSR-ის განვითარება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დადებითი შედეგები კომპანიებისათვის კი შემდეგია:

• კომპანიის დადებითი იმიჯი/გაუმჯობესებული რეპუტაცია;
• მომხმარებელთა ლოიალობის ზრდა ;
• კვალიფიციური პერსონალის მოზიდვის, შენარჩუნების და პროფესიული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები;
• გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა, ინოვაციების შეთვისება და ბაზარზე პოზიციონირება;
• საქმიანობის უფრო მაღალი ეფექტურობა და დანახარჯების შემცირება.;
• ეფექტური მიწოდების ქსელების შექმნის უკეთესი შესაძლებლობები;
• თემში/რეგიონში საქმიანობის „სოციალური ლიცენზია“;
კაპიტალის ხელმისაწვდომობა.


შესაბამისად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს კომპანიის პასუხისმგებლობას შემდეგ სფეროებში:

• სამუშაო სივრცე: თანამშრომლები
• საზოგადოება, ადგილობრივი თემი
• საბაზრო სივრცე: მომხმარებლები, მომწოდებლები, პროდუქცია და მომსახურება
• გარემოს დაცვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა
წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე,
ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
13:40 / 20.12.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი
მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს
ამკაცრებენ.
10:46 / 18.12.2023
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის
მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება
შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები
გამკაცრდა.
10:14 / 07.12.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები გამკაცრდა.
დაცული ტერიტორიების პირველი
საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის
7-9 ნოემბერს ჩატარდება. სამიტს ბორჯომი უპასპინძლებს.
11:30 / 31.10.2023
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბერს ჩატარდება. სამიტს ბორჯომი უპასპინძლებს.
ხის დარგვის საერთაშორისო დღის
აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,
10:11 / 22.10.2023
ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.