საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
დეპუტატებმა, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი გიორგი გოგიჩაიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს. საკრებულოს დარბაზში არ იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად,  ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში  მონაწილეობდნენ  პატრიოტთა ალიანსის, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და ლეიობისტული პარტიის წარმომადგენლები. გიორგი გოგიჩაიშვილმა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ იმედებს გაამართლებს.
Print