მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. 1 – 3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ზოგან ნელექიანი ამინდია მოსალოდნელი.