ამინდი
7 - 10 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს საქართველოში ნარჩუნდება გრილი და წვიმიანი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.
Print