გარემოს დაცვა
პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას.



აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს. როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პლასტიკის პარკი წარმოდგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები მათი მოხმარების შესამცირებლად. პლასტიკის პარკების მოხმარებაზე რეგულაციები დაწესდა არამხოლოდ განვითარებულ, არამედ, განვითარებად ქვეყნებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები პლასტიკის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია პლასტიკის პარკების გამოყენება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა პლასტიკის პარკების მოხმარება და შედეგად, ნეგატიური ზეწოლა გარემოზე.

აღნიშნული გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე. პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ. აღნიშნულთან ერთად, მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

რეგულაციების შემოღების თაობაზე, სამინისტროში, წინასწარ გაიმართა კონსულტაციები საქართველოში პლასტიკის პარკების ძირითად მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, რეალიზატორებთან და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა აღნიშნულ სფეროში რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის დაჭირდებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება, სწორედ ამიტომ, კანონპროექტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2018 წლის განმავლობაში.

ახალი რეგულაციების მიღების შედეგად, ქვეყანაში შემცირდება პლასტიკის პარკების მოხმარება, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების ბრუნვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას პლასტიკის ნარჩენებით და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა.
09:57 / 27.04.2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
13:19 / 23.04.2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა
წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე,
ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
13:40 / 20.12.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი
მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს
ამკაცრებენ.
10:46 / 18.12.2023
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის
მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება
შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები
გამკაცრდა.
10:14 / 07.12.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები გამკაცრდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.