"აღადგინე ბორჯომის ტყე" - კამპანიას "ავერსი" და "ვისოლი" შეუერთდნენ
"აღადგინე ბორჯომის ტყე" - კამპანიას დღეს, სააფთიაქო ქსელი "AVERSI"
და "WISSOL" შეუერთდნენ.
მათი წარმომადგენლები დაბაში, 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეს
ესტუმრნენ. ნერგების დარგვის შესახებ სპეციალისტებისგან ჯერ
რეკომენდაციები მიიღეს, შემდეგ კი საქმეს შეუდგნენ. აღნიშნულ
ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე 500 ძირი ფოთლოვანი ხე დაირგვება. აქციის
მიზანი, განადგურებული, განსაკუთრებული ფუნქციური მნიშვნელობის მქონე
ტყის აღდგენაა.
კამპანიის "აღადგინე ბორჯომის ტყე" ინიციატორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო, რომლის ორგანიზებით იგეგმება ქართული კომპანიების გაერთიანება ტყის სრული რეაბილიტაციისთვის. დაგეგმილი პროექტისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი www.aghadgine.ge. კამპანიის ფარგლებში 750 000 ხის დარგვა იგეგმება.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ბორჯომში ცეცხლი 950 ჰექტარ ტყის ფართობს მოედო, აქედან 250 ჰექტარი ტყის მასივი მთლიანად განადგურდა.