პროექტის "ჩვენ ვიცავთ კანონს" ფარგლებში ბორჯომში აქცია მოეწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო ზოგადსაგნმანათლებლო სკოლის მიერ
მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ჩვენ ვიცავთ კანონს"
ფარგლებში, გუშინ ბორჯომში აქცია მოეწყო.
სკოლის მოსწავლეებში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო
ფლაერები და სტიკერები დაარიგეს, სადაც საუბარი იყო იმ სანქციებზე
რასაც ნარჩენების მართვის კოდექსი გარემოს დაბინძურებაზე
ითვალისწინებს.აქცია ერთდროულად გაიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის
ყველა სოფელსა და დაბაში. ასევე ახალციხეში, ასპინძინძაში,
ნინოწმინდასა და ახალქალაქში.