2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში, გადამწვარ ფართობებზე ნერგების
დარგვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით
მიმდინარეობს.
პროცესში მონაწილეობა ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარის“ სატყეო
საქმის სტუდენტებმაც მიიღეს. დაირგვება სატყეო სააგენტოს სანერგეებში
გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი. ბორჯომის ხეობაში
ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს.
პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი
ექვემდებარება. 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144
ჰექტარზე მოხდება, სადაც დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება.
დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით
განხორციელდება.