ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენა მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყება
19:19 / 21.11.2017
დაბის გადამწვარ ტყეში აღდგენითი სამუშაოები მომავალი წლის
შემოდგომიდან დაიწყება. მანამდე მოხდება ტერიტორიის შემოღობვა.
ეროვნული სატყეო სააგენტო საჭირო სარგავი მასალის არსებობაზეც იწყებს
ზრუნვას. სავარაუდოდ გაზაფხულიდან იგეგმება ნიადაგდაცვითი
ღონისძიებების განხორციელებაც. სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის
შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ საველე სამუშაოები
დაასრულა. რაც შეეხება ზარალს, ამ დროისთვის მისი დათვლა გრძელდება და
შედეგები ნათია იორდანიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში
გასაჯაროვდება.