გარემოს დაცვა
დაბაში ტყეს ცეცხლი უკიდია
ამ წუთებში, დაბაში ტყეს ცეცხლი უკიდია. ფოტო, ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოგვაწოდა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ადგილზე მათი ეკიპაჟი მუშაობს. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ცეცლი, ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. დამატებით ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" მოგვიანებით მოგაწვდით.
Print