გარემოს დაცვა
"საქართველოს მოხალისეებმა" ბორჯომში პლატოს ტყე დაასუფთავეს
ა.ო. "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოს მოხალისეებმა ბორჯომში დასუფთავების აქცია მოაწყეს. 15-მდე ახალგაზრდამ პლატოს ტყის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. აქციაში მონაწილეობა ბორჯომელმა, ახალციხელმა და ადიგენელმა მოხალისეებმა მიიღეს. დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიც.

დასუფთავების აქცია საქართველოს მოხალისეების რეგიონული ღონისძიების, სახელწოდებით „მე მოხალისე აქტიური მოქალაქე“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტს "საქართველოს მოხალისე", რომლის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჩვენს რეგიონში "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი", "ჰელფინგ ჰენდის" კოორდინირებით ახორციელებს.
Print