საკირის ტყეში ხანძარი ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის
"ეხლა იწყება ტექნიკის მობილიზება, გაიჭრება გზები, რომ ადვილად მოხდეს ხანძრის კერებამდე მისვლა. იმის გამო, რომ გზა მიუვალი იყო, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მხოლოდ ძალა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული არ არის" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.
შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.