ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია - შსს
19:47 / 04.01.2019
კერძოდ, აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე, 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
უამინდობის გამო, ასევე, შეზღუდულია მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე.