შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბორჯომის შემოსასვლელში, ვაშლოვანის დასახლებასთან მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ღობეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ოთხი ადამიანი იჯდა, ერთი მათგანი გარდაცვლილია, მეორე პიროვნება ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს ტელეკომპანია „ბორჯომი“ აზუსტებს.
Print