პატრულმა ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოპარული 10 წლის ბავშვი ოჯახში დააბრუნა
ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი, პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. როგორც გიორგიმ პატრულ-ინსპექტორს უამბო, სახლიდან დაუკითხავად წამოვიდა თბილისში. პატრულმა ბავშვს სახელი, გვარი, კოორდინატები გამოჰკითხა და რამდენიმე წუთში იპოვა მისი ოჯახი ხაშურში. გიორგის მამას დაუკავშირდნენ და ახარეს, რომ მისი ვაჟი იპოვეს.
წყარო: http://www.ambebi.ge