ტურიზმი
საქართველოს ივლისში მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლისივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982,487ვიზიტორი. ) რაც 217,724-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%)-ია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონაცემები საქართველოს ისტორიაში, ჯერ არც ერთ თვეში არ დაფიქსირებულა.
თითქმის 33 %-ით არის გაზრდილი ტურისტების რიცხვიც. ივლისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519,349შეადგინა, რაც128,651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა+32.9%).
2017 წლის ივლისის ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან(+60.4%), სომხეთიდან (+25.4%), აზერბაიჯანიდან(+13.8%),თურქეთიდან (+0.6%) და ირანიდან (+85.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%.
იანვარი -ივლისი - 7 თვის მონაცემები
2017 წლის იანვარი - ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572,195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+16.8%)-ია.
იანვარი - ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,829,331შეადგინა, რაც 423,816-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +30.2%).
2017 წლის იანვარ - ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%), და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია.
2017წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა951,335 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სასტუმროების ფედერაციის
დამფუძნებლის თქმით, წლის პირველ კვარტალში თბილისის სასტუმროებში
დატვირთულობის მაჩვენებელი
10:09 / 24.04.2024
საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, წლის პირველ კვარტალში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი
2023 წელს, 2022 შედარებით,
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით
გაიზარდა.
12:34 / 01.04.2024
2023 წელს, 2022 შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის
განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ
დასრულებულა.
17:39 / 21.03.2024
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა
2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო
2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
10:01 / 12.02.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი
რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც
ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს.
11:12 / 30.01.2024
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.