ახალი ამბები
თორნიკე გვაზავა - ამ დროისთვის ყველა კერა ლოკალიზებულია და ნიადაგი მუშავდება
"ხანძრის ყველა კერა ლოკალიზებულია, ამ დროსითვის ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილზე რჩებიან მეხანძრე მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები" -ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა ამ წუთებში საკირეში იმყოფება, მისი განცხადებით ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

გვაზავა არ გამორიცხავს, რომ ხანძარი შესაძლო დაუდევრობის შედეგი იყოს.

შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.


Print