ახალი ამბები
სახერხი საამქროებისთვის ახალი რეგულაციები 1 თებერვლიდან ამოქმედდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ახალი  რეგულაცია 2017 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება. მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების საამქროების მიერ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში სახერხ საამქროებში მიღებული მორის აღრიცხვა/გადამუშავების პროცესების მართვას, ორი ახალი - პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა.სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში პროდუქტის მოდულში, მეწარმე ასახავს რა პროდუქტი მიიღო გადამუშავებული ხე-ტყიდან, ასევე ელექტრონული ცნობის საფუძველზე დააფიქსირებს სახერხი საამქროდან პროდუქტის გატანას.სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ცხელი ხაზის 153-ის და ელექტრონული ფოსტა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it -ის გამოყენებით, ხელს შეუწყობს მეწარმეებს რეგულაციების ათვისებაში.
Print