არჩევნები 2018
სოფელ ზანავის #21 საარჩევნო უბანზე ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
ზანავის #21 საარჩევნო უბანზე წინასწარი შედეგებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ნდობა მას 240-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა, "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 151 ხმა დააგროვა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც ამ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან 164 ხმა მიიღო. გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი 130-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
Print