არჩევნები 2018
სალომე ზურაბიშვილმა ბორჯომში, პირველ ტურში წაგებულ უბანზე გაიმარჯვა
ახალ უბანში, #6 საარჩევნო უბანზე წინასწარი შედეგებით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მან 268 ხმა მიიღო. გრიგოლ ვაშაძეს კი ხმა 185-მა ამომრჩეველმა მისცა.

განსხვავებული შედეგი იყო პირველ ტურში.
"გაერთიანებული ოპოზიციის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 150 ხმა დააგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 131 ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, ბორჯომში ეს ერთადერთი საარჩევნო უბანი იყო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა წააგო. ბორჯომის 30 საარჩევნო უბნიდან, 29 უბანზე მან პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა მოიპვა.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ცესკო, ვებ-გვერდზე ეტაპობრივად აქვეყნებს ოქმებს საარჩევნო უბნების მიხედვით. ამ დროისთვის ბორჯომის 30 საარჩევნო უბნიდან დათვლილია და გამოქვეყნებულია ოთხი უბნის შემაჯამებელი ოქმი.
Print