არჩევნები 2018
"ახალქალაქში კაბინიდან გამოსულმა ამომრჩევლებმა შემოხაზული ბიულეტენი დამკვირვებლებს უჩვენეს" - საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა ახალქალაქში.


კერძოდ, ახალქალაქის N1 საარჩევნო უბანზე - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა.

დაგვიანებით, გაიხსნა ახალქალაქის N69 სააარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე მოხერხდა.

რაც შეეხება დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას, ორგანიზაციის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს ახალქალაქის N2 საარჩევნო უბანზე.მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები აღნიშნულ უბანზე შეუშვეს.


 


 

Print