არჩევნები 2018
არჩევნების შედეგებს ბორჯომში პოლიტიკური პარტიები აფასებენ
წინასწარი შედეგებით, ბორჯომში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. 30 საარჩევნო უბნის მონაცემებით 50% მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, 28% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. ხმების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე. არსებულ შედეგებს ბორჯომსა და მთელ ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიები აფასებენ და მეორე ტურში საკუთარი კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებენ.
Print