არჩევნები 2018
ბორჯომის საარჩევნო ოლქში არსებითი სახის დარღვევები არ დაფიქსირებულა - ლევან დევიძე
ბორჯომის საარჩევნო ოლქში არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია.წინასწარი მონაცემებით ხმების 50.22 % - სალომე ზურაბიშვილმა, 28.03% გრიგოლ ვაშაძემ , ხოლო 10.42% დავით ბაქრაძემ მიიღო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული 26 703 ამომრჩევლიდან, საკუთარი არჩევანი 13 000 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ს შეადგენს.ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო პროცესი ბორჯომში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

დღეს ცნობილი გახდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები, ქვეყნის მასშტაბით სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,66% ,გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7% მიიღო.ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დათვლილია ხმების 99,57 პროცენტი და წინასწარი მონაცემებით მეორე ტური გაიმართება,ვინაიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50% -ზე მეტი ვერ მიიღო.


Print