არჩევნები 2018
როგორია ეგზიტპოლების შედეგები
ეს არჩევნების წინასწარი შედეგებია,დეტალურ ინფორმაციას ცესკო ხმების დათვლის შემდეგ გამოაქვეყნებს.

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.
ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%, გრიგოლ ვაშაძე - 28.1 %, დავით ბაქრაძე - 9.2 %, ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%,  შალვა ნათელაშვილი - 3.1%
ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი - 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მონაცემები 16:00 საათისაა და დეტალურად ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - 2%.


"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.


Print