არჩევნები 2018
"არცერთ საარჩევნო უბანზე მიწისძვრას ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია" - ბორჯომის საოლქო კომისია
ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულა და შენობა არავის დაუტოვებია. ძლიერი ბიძგების შედეგად დაზიანდა კულტურის სახლის შენობის პირველი სართული, ამავე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ 2 საარჩევნო უბანზე კი მიწისძვრას ხმის მიცემის პროცედურაში ხელი არ შეუშლია.
Print