არჩევნები 2018
რომელი საარჩევნო უბნებია ადაპტირებული შშმ პირებისთვის ბორჯომში
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღე რჩება. 28 ოქტომბერს ამომრჩეველი, ქვეყნის პირველ პირს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ბორჯომის 30 საარჩევნო უბნიდან 6-ია ადაპტირებული შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, მათ სხვა სერვისებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. დაახლოებით 10 საარჩევნო უბანში გადაადგილება კი პანდუსის გარეშეა შესაძლებელი.
Print