არჩევნები 2018
ზურაბიშვილის შეხვედრამდე 2 დღით ადრე განსაზღვრული შენობები აგიტაციისთვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის ადგილები სალომე ზურაბიშვილის ბორჯომში ჩამოსვლამდე 2 დღით ადრე განსაზღვრა. შენობა- ნაგებობების ნუსხა 1 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ორი საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, მანამდე საკრებულოს მხოლოდ საარჩევნო პლაკატებისთვის ჰქონდა გამოყოფილი ადგილები. პრეზიდენტობის კანდიდატებს სააგიტაციო შეხვედრების ჩატარება კი ღია ცის ქვეშ შეეძლოთ.
Print